19:43
рус | geo
 
10/03/2010
Rambler's Top100

ლიტვის სეიმმა ”მწვანე ძმების” ყოფილ მეთაურს პრეზიდენტის სტატუსი მიანიჭა

14:28 | 13/ 03/ 2009

თბილისი, 13 მარტი, /”ახალი ამბები - საქართველო”/. ლიტველმა მემარჯვენეებმა გამონახეს ორიგინალური მეთოდი იონას ჟემაიტის-ვიტაუტასის ხსოვნის უკვდავსაყოფად, რომელმაც 50-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეაიარაღებული ბრძოლის ორგანიზება განახორციელა. სეიმმა ხუთშაბათს მიიღო დეკლარაცია, რომელშიც მას ქვეყნის პრეზიდენტის სტატუსი მიანიჭა, განაცხადა ადგილობრივმა მედიამ, იუწყება ”რია ნოვოსტი”.

მასში ნათქვამია, რომ ”1949 წლის 16 თებერვლიდან გარდაცვალებამდე, 1954 წლის 26 ნოემბრამდე, როგორც ლიტვის თავისფულებისთვის ბრძოლოს მოძრაობის საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, ჟემაიტის-ვიტაუტასი იყო ლიტვის სახელმწიფოს მეთაური, რომელიც ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდა, ანუ, ფაქტიურად ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობებს”.

სეიმის იურისტებმა მოახდინეს კონსტატირება, რომ დეკლარაცია არ წარმოადგენს ნორმატიულ დოკუმენტს, ამიტომ შეუძლებელია დაიწყოს მისი კონსტიტუციასთან და კანონებთან შესაბამისობის შეფასების პროცედურა.

დოკუმენტის მიღების ინიცირება მოხდა მხარის დაცვის ახალი მინისტრის (ლიტვის თავდაცვის მინისტრის) რასა იუკნიავიჩენეს მიერ, რომელიც დაჟინებით მოითხოვს იმ დროის, როგორც ”ოკუპაციასთან ბრძოლის”ინტერპრეტაციას. –0--



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება