00:24 |
рус | geo | |
| 31/07/2010 | ||
თბილისი, 12 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”/. ბრიუსელში მდებარე ნატოს შტაბ–ბინაში გამკაცრდა საიდუმლოების დაცვის მოთხოვნები, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი. ჰოლში, პრეს–სამსახურის, პრეს–ცენტრის, პრესკონეფრეცნიის დარბაზის, ბიბლიოთეკის, საპარიკმახეროს და სუვენირების ჯიხურის სიახლოვეს ჭერში ჩამოკიდებულია საინფორმაციო პანოები, გაფრთხილებით, რომ ამ ზონაში აკრძალულია დახურული ინფორმაციის გაცვლა. ვიზუალური „შეხსენებეი“ ნატოს ორ ოფიციალურ ენაზე – ინგლისურსა და ფრანგულზე – ნატოს შტაბ–ბინის თანამშრომლებს ამცნობს, რომ „საჯარო“ ზონაში მათ მხოლოდ „არაკლასიფიიცრებული“ – ანუ ღია ინფორმაციის განხილვა შეუძლიათ. მიმდინარე წლის თებერვალში ევროკომისიამ გააფრთხილა ევროკავშირის ინსტიტუტების თანამშრომლები, რომ ისინი შპიონებისთვის პოტენციურ ინტერესს წარმოადგენენ. როგორც მაშინ ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, საუბარი არ არის მხოლოდ ჟურნალისტებზე. მისი თქმით, შპიონი „შეიძლება არმოჩნდეს სიმპათიური გოგონა–სტაჟიორი, გრძელი ფეხებით და ქერათმიანი“. ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციამ (API), თავის მხრიც, პროტესტი გამოთქვა ევროკომისიის მიერ ჟურნალისტების შპონებთან გათანაბრების წინააღმდეგ. API–ს პრეზიდენტის ლორენცო კონსოლის (Lorenzo Consoli) თქმით, ჟურნალისტების მიერ კონფიდენციალური ხასიათის მქონე ინფორმაციის მოძიება მათი პროფესიული ვალდებულების ნაწილია და საზოგადოებისა და მისი მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება. ამიტომ არ უნდა გაივლოს პარალელი მედიის წარმომადგენლებსა და „სხვა კატეგორიის ხალხს შორის, რომლებიც სულ სხვა ინტერესებით ხელმძღვანელობენ“. ––0–– |
|
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||