00:25
рус | geo
 
31/07/2010
Rambler's Top100

G20–ის მომდევნო შეხვედრა G8–ის ივლისის სამიტის შემდეგ იტალიაში გაიმართება

09:45 | 10/ 03/ 2009

თბილისი, 10 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”/. იტალიის პრემეიერ–მინისტრი სილვიო ბერლუსკონი აცხადებს, რომ „დიდი ოცეულის“ (G20) შეხვედრა სარდინიაზე ივლისში დაგეგმილი G8–ის სამიტის შემდეგ შედგება და ის მსოფლიო ფინანსური სისტემის ფუნქციონირების ახალ წესებს მიეძღვნება, იუწყება ორშაბათს სააგენტო „როიტერი“.

„G20–ის შეხვედრა ლა–მადალენაში (სარდინია) დაგეგმილი მოლაპარაკებების მესამე დღეს შედგება“, – განაცხადა ბერლუსკონიმ.

„დიდი ოცეულის“ ლიდერების უახლოესი შეხვედრა 1–2 აპრილს ლონდონშია დაგეგმილი. ––0––



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება