23:41 |
рус | geo | |
| 30/07/2010 | ||
თბილისი, 9 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”/. კოსოვო და საქართველო აშშ–სა და რუსეთს შორის ურთიერთობებში პრობლემურ საკითხებად რჩებიან, რომელთა მიმართ მათ ჯერ ვერ გადალახეს უთანხმოება, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“. “კოსოვო – ეს ნამდვილად ერთ–ერთი ისეთი პრობლემაა, რომლის საკითხზე ჩვენ სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა გაგვაჩნია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პარასკევს ჟენევაში აშშ–ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ კოსოვოს დამოუკიდებლობის ცალმხრივი აღიარება უკანონოდ მიგვაჩნია“, – განაცხადა რუსული საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა. მან დასძინა, რომ სერბეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხზე საერთაშორისო სასამართლოს მიმართა და დასძინა, რომ რუსეთი ამ სასამართლოზე საკუთარ აზრს გამოთქვამს. კლინტონმა, თავის მხრივ, პრობლემურ საკითხად, რომლის თანახმად ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უთანხმოებაა – საქართველო დაასახელა. მისი თქმით, ამ რეგიონში „აუცილებელია ძალადობის დონის შემცირება და ჟენევის პროცესისადმი ხელშეწყობა“. ––0–– |
|
|||||||||||||||
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||