00:12 |
рус | geo | |
| 31/07/2010 | ||
თბილისი, 6 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”/. ნატოს გადაწყვეტილება, მოსკოვთან თანამშრომლობის აღდგენის შესახებ ხელს შეუწყობს რუსეთთან დიალოგის აღდგენას ენერგეტიკული უსაფრთხოეის საკითხებში, მიიჩნევს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკო ფრატინი. „ენერგეტიკული უსაფრთხოება ერთ–ერთი ცენტრალური თემა გახდება, რომლის განხილვაც ჩვენ რუსეთი–ნატოს საბჭოს ფარგლებში გვსურს“, – აღნიშნა მან. ხუთშაბათს ბრიუსელში გამართულ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება რუსეთთან ალიანსის სრულფორმატიანი თანამშრომლობის შესახებ, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა. რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან კონფლიქტის შემდეგ გამწვავდა. ––0–– |
|
|||||||||||||||
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||