23:39 |
рус | geo | |
| 30/07/2010 | ||
თბილისი, 6 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”/. აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტების განთავსება არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ და აშშ რუსეთის ფედერაციას ევროპისთვის ასეთი ფარის შექმნაში მონაწილეობას სთავაზობს, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ხუთშაბათს ბრიუსელში. „ჩვენ რუსეთს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე ჩვენთან ერთობლივ მუშაობას ვთავაზობთ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს ბრიუსელში. „ევროპას უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი თავი 21–ე საუკუნის საფრთხეებისგან“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა, რომლის განცხადებით, აშშ–ს „სურს დაეხმაროს ევროპას, მზად იყოს ამისთვის“. ––0–– |
|
|||||||||||||||
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||