16/01/2009 13:13
თბილისი, 16 იანვარი /”ახალი ამბები - საქართველო”/. წინასწარი მონაცემებით, გასული 2008 წელი, 2000 წლიდან პერიოდში ყველაზე ცივი წელი იყო, რაც წყნარი ოკეანის კლიმატური ფენომენის ლა ნინიას ფენომენთანაა დაკავშირებული, აღნიშნულია ჰანტსვილში ალაბამის (აშშ) უნივერსიტეტთან არსებული დედამიწის შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრის განცხადებაში.
წინასწარი მონაცემების თანახმად, რომელიც მიღებულ იქნა НАСА-ს და ამერიკული მეტეოროლოგიური სააგენტო NOAA-ს თანამგზავრებიდან, დეკემბრის საშუალო ტემპერატურა ამ თვეში 20 წლის მანძილზე საშუალო ტემპერატურაზე 0,18 გრადუსით მეტი იყო.
”გლობალური საშუალო ტემპერატურის გათვალისწინებით, რომელიც სეზონურ ნორმებზე 0,05 გრადუსით მეტი იყო, 2008 წელი ისტორიაში შევა, როგორც 2000 წლიდან ყველაზე ცივი წელი. წლის განმავლობაში გლობალური ტემპერატურები კლიმატური მოვლენის ლა ნინიას გავლენის ქვეშ იმყოფებოდა”, - აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ჯონ ქრისტიმ (John Christy) გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც ბოლო 30 წელიწადში დედამიწა, სულ მცირე, 0,4 გრადუსით გათბა.
ყველაზე ძლიერი დათბობა ატლანტიკის ჩრდილოეთით და არქტიკაში იყო. ყველაზე მეტად ტემპერატურამ გრენლანდიის ერთ-ერთ რაიონში 2,5 გრადუსზე მეტით აიწია. პლანეტის სამხრეთით, ანტარქტიკის ზოგიერთ რაიონში 30 წლის მანძილზე ტემპერატურამ, სულ მცირე, 0,3 გრადუსით დაიწია, მაგრამ ეს ოლქები იზოლირებული იყო, ხოლო მათ საერთო ფართს დედამიწის ზედაპირის 4%-ზე მეტისთვის არ გადაუჭარბებია.
ქრისტი აღნიშნავს, რომ 30 წლის განმავლობაში ტემპერატურის ირიბი მერყეობის ყველაზე განსაკუთრებული მახასიათებელი 1997-1998 წლების დათბობა იყო, რომელიც ელ-ნინიოს მოვლენას - წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილის ზედაპირული წყლის ანომალიურ დათბობას უკავშირდება, რომელიც მთელი დასავლეთ ნახევარსფეროს კლიმატზე მოქმედებს. მისი საწინააღმდეგო მოვლენაა ლა-ნინია, რომელიც პირიქით, წყლის ანომალიურ გაციებას უკავშირდება. -0-
|
|||||||||