00:22 |
рус | geo | |
| 31/07/2010 | ||
თბილისი, 25 ნოემბერი /“ახალი ამბები – საქართველო“/. მეცნიერებმა კვირას იმ მეტეორიტის ფრაგმენტების ძებნა დაიწყეს, რომელიც დედამიწაზე ჩამოვარდა კანადის დასავლეთ ნაწილში, იუწყება სააგენტო ”ასოშიეიტედ პრესი”. მფრინავი ცეცხლოვანი ბურთის ჩამოვარდნა, რომლის გაელვებამ ღამის ცა რამდენიმე წამით გაანათა, სამოყვარულო ფირზე აღიბეჭდა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადაიცა. კალგარის უნივერსიტეტის მეცნიერმა ალან ჰილდებრენდმა განაცხადა, რომ ეს უმსხვილესი მეტეორი იყო ბოლო დეკადის განმავლობაში და რომლის დანახვაც დედამიწიდან მოახერხეს. ჰილდებრენდმა ასევე განაცხადა, რომ დაახლოებით 300 ელექტრონული წერილი მიიღო იმ ადამიანებისგან, რომლებიც ერთი და იგივე კოსმოსური სხეულის ვარდის თვითმხილველები გახდნენ. მეცნიერის თქმით, გაელვება მილიადრი ვატის მქონე პლაფონის სიმძლავრეთან იყო შედარებული. წინასწარი მონაცემებით, ციური სხეულის წონა 10 ტონაზე მეტი იყო. ატმოსფეროს მკვრივ მასებში შესვლისას მეტეორიტი ნაწილებლად დაიშალა. ნაპოვნი მეტეორიტების უმეტესობა რამდენიმე გრამიდან რამდენიმე კილოგრამამდე იწონის, ვინაიდან ისინი დედამიწაზე ვარდნისას უმეტესად იწვებიან. ნაპოვნი მეტეორიტებიდან ყველაზე დიდია გობის მეტეორიტი (წონა 60 ტონა). --0-- |
|
|||||||||||||||
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||