07/12/2007 14:39
ბრიუსელი, 7 დეკემბერი /ახალი ამბები - საქართველო/. ბუქარესტში 2008 წლის აპრილში დაგეგმილ ნატოს სამიტზე შესაძლოა ალიანსის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღონ, განაცხადა პარასკევს ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა.
”დღეს ჩვენ საფუძველს ჩავუყრით აუცილებელ ზომებს იმისათვის, რომ ბუქარესტის სამიტისთვის, მომავალი წლის აპრილში, მოვამზადოთ შესაძლო გადაწყვეტილება ალიანსის გაფართოების შესახებ”, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა ნატოს 26 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გახსნაზე.
სხეფერმა აღნიშნა, რომ 2006 წელს რიგაში შემდგარ შეხვედრაზე ნატოს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის კარი ღია რჩება ახალი წევრებისთვის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლის შესაბამისად. -0-
|
|||||||||