23:40 |
рус | geo | |
| 30/07/2010 | ||
გაერო, 6 დეკემბერი /ახალი ამბები - საქართველო/. გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა ”რია ნოვოსტის” აცნობა, რომ შუამავლების ”ტროიკა” გაეროს მოხსენებას კოსოვოს შესახებ ვადაზე ადრე, პარასკევს გადასცემს. ”ტროიკა” კოსოვოს სტატუსის შესახებ მოხსენებას ამ პარასკევს წარმოადგენს. არავითარი პოლიტიკური სარჩული ამას არ უდევს. უბრალოდ ბალიზე კლიმატის საკითხებზე დაგეგმილ კონფერენციაზე მივემგზავრები”, - აღნიშნა პან გი მუნმა. გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოხსენების გაეროს გენერალური მდივნისთვის გადაცემა ორშაბათს, 10 დეკემბერს იგეგმებოდა. კუნძულ ბალიზე გაეროს ეგიდით მიმდინარეობს კონფერენცია კლიმატის საკითხებზე, სადაც პან გი მუნს იმედი აქვს, რომ მოხერხდება ატმოსფეროში მომწამლავი გაზების გამოსროლის შესაძლო შეუქცევად შედეგებთან დაკავშირებით გლობალური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად კოლექტიური სამოქმედო პლატფორმის შემუშავება. იუწყება ”რია ნოვოსტი”. საერთაშორისო შუამავლების ”ტროიკა”, რომელიც კოსოვოს პრობლემის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობს, მოხსენებაში დააფიქსირებს, რომ ბელგრადი და პრიშტინა მხარის სტატუსის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, განაცხადა ბელგრადში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის წარმომადგენელმა ”ტროიკაში”, გერმანელმა დიპლომატმა ვოლფგანგ იშინგერმა 3 დეკემბერს.-0- |
|
|||||||||||||||
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||