23:10 |
рус | geo | |
| 30/07/2010 | ||
ბრიუსელი, 20 ნოემბერი /ახალი ამბები - საქართველო/. კოსოვოს სტატუსის საკითხზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი საერთაშორისო ”ტროიკის” მონაწილეობით (რუსეთი, ევროკავშირი და აშშ) სამშაბათს ბრიუსელში გაიმართება. აცნობეს ”რია ნოვოსტის” ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურში. წინა შეხვედრებზე მხარეთა ურყევი პოზიციების გამო ხელშესახები შედეგების მიღწევა ვერ მოხერხდა. ბელგრადი მზადაა, კოსოვოს ფართო ავტონომია მისცეს, მხარის ხელისუფლების წარმომადგენლები კი სერბეთისგან გამოყოფას და დამოუკიდებლობას ითხოვენ. ჯერჯერობით თვალშისაცემი შედეგის არარსებობის გამო ევროკავშირის წარმომადგენელმა ვოლფგანგ იშინგერმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, კომპრომისული გადაწყვეტილების მიღწევა საერთოდ შეუძლებელია. ამასობაში, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ ბრიუსელში შემდგარ შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ შეთანხმება რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს მიღწეული ”ტროიკის” შუამდგომლობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე. სხდომის მონაწილეებმა ბელგრადსა და პრიშტინას მოუწოდეს მოლაპარაკების პროცესის უფრო ინტენსიურად წარმართვისკენ მის დასკვნით სტადიაზე, მოქნილობის გამოჩენისკენ და ”ტროიკის” ინიციატივებზე ”პოზიტიური და კონსტრუქციული” პასუხის მომზადებისკენ, ასევე კოსოვოს სტატუსის თაობაზე მოლაპარაკებაზე გადაწყვეტილების მისაღწევად მაქსიმალური ძალისხმევის გამოყენებისკენ. -0- |
|
|||||||||||||||
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||