01:02
рус | geo
 
31/07/2010
Rambler's Top100

სოჭში ოლიმპიადა 2014 ჩატარების შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილების გადახედვის საფუძველი არ არსებობს - პუტინი

11:23 | 05/ 12/ 2008

თბილისი, 5 დეკემბერი/”ახალი ამბები - საქართველო”/. სოჭში ოლიმპიადა 2014  ჩატარების შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილების გადახედვის საფუძველი არ არსებობს, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა, პირდაპირ ეთერში რუსეთის მოქალაქეების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

”ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს სოჭში ოლიმპიადა 2014 ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილების გადახედვისათვის”, - განაცხადა პუტინმა ყაბადრო-ბალყარეთიდან მოსწავლის კითხვის: ”ხომ არ წაგვართმევს დასავლეთი სოჭის 2014 წლის ოლიმპიადას საქართველოში აგვისტოში მოვლენების გამო”, პასუხად.

სიტუაცია ოლიამპიადა 2014 ირგვლივ ყურადღების ცენტრში მას მერე მოექცა, რაც საქართველომ ნოემბერში სოკ-ს მიმართა თხოვნით უსაფრთხოების მიზნით ოლიმპიადის სოჭიდან გადატანის შესახებ. სოკ-ში საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა შესაბამისი თხოვნით ოფიციალური წერილი გაგზავნა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თბილისის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

პუტინმა განაცხადა, რომ ოლიმპიადის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სოკ-ი და არა პოლიტიკოსები და იმედი გამოთქვა, რომ ისევე როგორც წინა ათწლეულებში, კომიტეტის საქმიანობა პოლიტიზირებული არ იქნება.

”მიუხედავად ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის მცდელობისა, დაიცვას თავისი კლიენტები საქართველოს ხელისუფლებაში, ამ მომენტში და  უფრო მეტად მომავალში, გამყარდება აზრი იმის შესახებ, რომ კავკასიაში მომხდარ აგრესიასა და  სისხლისღვრაში დამნაშავე საქართველოს ახლანდელი ხელისუფლებაა”, - განაცხადა რუსეთის პრემიერმა.

”რაც შეეხება მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო ფინანსურ რესურსებს, იგი უკვე გამოყოფილია და არ შემცირდება. ჩვენ ყველა გეგმების რეალიზებას მოვახდენთ”, - განაცხადა მან.

ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ ძირითადი სახსრები მიმართული იქნება არა ობიექტების მშენებლობის, არამედ ამ რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ, რომლითაც  არა მარტო ყუბანისა და თვითონ სოჭის მაცხოვრებლები, არამედ რუსეთის ფედერაციის ყველა რეგიონიდან ჩამოსული დამსვენებლებიც ისარგებლებენ. –0--



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება