00:23
рус | geo
 
31/07/2010
Rambler's Top100

საქართველოს მესამე ოლიმპიური ჩემპიონი - რევაზ მინდორაშვილი ჰყავს

13:47 | 21/ 08/ 2008

თბილისი, 21 აგვისტო /”ახალი ამბები - საქართველო”/. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი რევაზ მინდორაშვილი (84 კგ) დღეს ოლიმპიური ოქროს მფლობელი გახდა. 

პეკინის აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში დღეს დასკვნითი შეჯიბრება გაიმართა, სადაც მან ფინალში ტაჯიკი სპორტსმენი იუსუპ აბდუსალომოვი დაამარცხა. 

ეს ქართველი სპორტსმენებისთვის მესამე ოქროს მედალია. პირველი ორი ოქროს მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავემ მანუჩარ კვირკველიამ და ძიუდოისტმა ირაკლი ცირეკიძემ მოიპოვეს.

ქართველ სპორტსმენებს ასევე ორი ბრინჯაო აქვთ - პისტოლეტიდან მსროლელს ნინო სალუქვაძეს და მოჭიდავეს ოთარ თუშიშვილს. -0-



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება