00:21
рус | geo
 
31/07/2010
Rambler's Top100

კლაუს ტოპმელერმა საფრანგეთსა და ლიტვას წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

18:02 | 22/ 05/ 2007

თბილისი, 22 მაისი /”ახალი ამბები - საქართველო”/. ფეხბურთში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კლაუს ტოპმელერმა საფრანგეთსა და ლიტვას წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. შეხვედრები ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში 2 და 6 ივნისს გაიმართება.

პირველად ნაკრების შემადგენლობაში რუსთავის ”ოლიმპის” წარმომადგენელი გიორგი ონიანი მოხვდა. როგორც ცნობილია, წელს რუსთავის ”ოლიმპმა” ქვეყნის ჩემპიონატში ოქრო მოიგო. 

ნაკრების შემადგენლობაში მოსკოვის ”ლოკომოტივის” მოთამაშე მალხაზ ასათიანი, რომელიც, ტრავმის გამო დიდი ხნის განმავლობაში არ თამაშობდა და კიევის ”დინამოს” თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე ფიგურირებენ.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-ცენტრი იუწყება, საქართველოს ნაკრებს შემდეგი შემადგენლობა დაიცავს:

მეკარეები: გიორგი ლომაია (”კარლ ცეისი”, გერმანია), ნუკრი რევიშვილი (”რუბინი” რუსეთი), გრიგოლ ჭანტურია (”ზესტაფონი” საქართველო).
 
დამცველები: კახა კალაძე (”მილანი”, იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი (”ბლეკბერნ როვერსი”, ინგლისი), ლაშა სალუქვაძე (”რუბინი”, რუსეთი), ზაალ ელიავა (”სკონტო”, ლატვია), დავით კვირკველია (”მეტალურგი”, უკრაინა), გიორგი შაშიაშვილი (”დინამო”, თბილისი), გიორგი ონიანი (”ოლიმპი”, საქართველო), მათე ღვინიანიძე (”მიუნჰენი 1860”, გერმანია), ოთარ ხიზანეიშვილი (”ფრაიბურგი”, გერმანია).
 
ნახევარმცველები: ლევან ცქიტიშვილი (”პანიონისი”, საბერძნეთი), ლევან კობიაშვილი (”შალკე 04”, გერმანია), ლადოპ ბურდული (”კრივბასი”, უკრაინა), ზურაბ მენთეშაშვილი (”ვენტსპილსი”, ლატვია), დავით მუჯირი (”კრილია სოვეტოვ”, რუსეთი), ჯაბა კანკავა (”დნეპრ”, უკრაინა), მალხაზ ასათიანი (”ლოკომოტივი”, რუსეთი).
 
თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი (”ფრაიბურგი”, გერმანია), შოთა არველაძე (”ალკმაარი”, ჰოლანდია), გიორგი დემეტრაძე (”დონეცკის მეტალურგი”, უკრაინა), ოთარ მარცვალაძე (”დინამო კიევი”, უკრაინა), დავით სირაძე (”აუე”, გერმანია).



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება