00:10
рус | geo
 
31/07/2010
Rambler's Top100

პოლიციამ სამუზეუმო მოპარული ექსპონატების რეალიზებაში ეჭვმიტანილი დააკავა

15:48 | 23/ 02/ 2009

თბილისი, 23 თებერვალი /”ახალი ამბები - საქართველო”, ელენე ფარცვანია/. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმიდან მოპარული სამუზეუმო ექსპონატების რეალიზებაში ეჭვმიტანილი 1972 წელს დაბადებული ზურაბ ფოლადაშვილი დააკავეს.  ამის შესახებ 23 თებერვალს საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური იუწყება.

ფოლადაშვილი საკუთარ მანქანაში დააკავეს, როდესაც იგი მოპარული ექსპონატების გასაყიდად მიდიოდა. მანქანაში იპოვეს მე-19 საუკუნის მოოქროვილი და მოვერცხლილი ხმლები, ასევე მე-17-18 საუკუნეების უნიკალური იარაღები.

წინასწარი გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ მუზეუმის ქურდობა 2009 წლის 15 იანვარს  1988 წელს დაბადებულმა ხვიჩა ახალმოსულიშვილმა ჩაიდინა, რომელიც 2009 წლის 20 იანვარს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 177-ე და 186-ე მუხლებით. დაკავებულმა დანაშაული აღიარა. გამოძიებას აწარმოებს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო. -0-



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება