00:01 |
рус | geo | |
| 31/07/2010 | ||
თბილისი, 28 ნოემბერი /”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი/. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გერმანიის მკვლევართა საზოგადოებისაგან საჩუქრად დიდი რაოდენობით წიგნებს მიიღებს. ამის შესახებ ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს პარასკევს საქართველოში გერმანიის საელჩოს პრეს-სამსახურში აცნობეს. გერმანული ლიტერატურა განკუთვნილია გერმანისტიკის ფაკულტეტისათვის. წიგნებს 2008 წლის 1 დეკემბერს გერმანიის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი, ბატონი კრისტიან პლატე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საზეიმოდ გადასცემს. გერმანიის მკვლევართა საზოგადოება (DFG) არის უმაღლეს სასწავლებლებსა და საჯარო კვლევით ინსტიტუტებში კვლევების ხელშეწყობისათვის გერმანის მეცნიერების ცენტრალური თვითმმართველობის ორგანიზაცია. საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში DFG ხელს უწყობს მეცნიერებსა და მკვლევარებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობას. იგი პერიოდულად ეხმარება საქართველოს უნივერსიტეტებს. ლიტერატურის გადაცემა გერმანიასა და საქართველოს შორის მეცნიერების დარგში თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. -0-
|
|
|||||||||||||||
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||