04:01 |
рус | geo | |
| 12/03/2010 | ||
თბილისი, 28 თებერვალი /"ახალი ამბები - საქართველო"/. ქართველი ოპოზიციონერი და ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, რომელსაც ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში ადანაშაულებდა, ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. პატარკაციშვილი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი გავლენიანი ოპონენტი იყო. მან 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 7,1% დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ის სახელმწიფო წყობის დამხობის მიზნით შეთქმულებაში დაადანაშაულეს. პატარკაციშვილი ინტერპოლის ხაზით საერთაშორისო ძებნაში იყო გამოცხადებული. ბადრი პატარკაციშვილი 1955 წლის 31 ოქტომბერს თბილისში რელიგიურ ებრაულ ოჯახში დაიბადა. მან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა. მუშაობდა თბილისის მაუდის კომბინატ ”საბჭოთა საქართველოში”. კომბინატში მუშაობა მან დირექტორის მოადგილის პოსტზე დაასრულა. 1990 წელს გახდა ”ლოგოვაზის” კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორი. 1993 წლიდან ცხოვრობდა ლიუბერციში, 1994 წლიდან - მოსკოვში. 1992 წლის მაისიდან 1994 წლის მაისის ჩათვლით იყო სს "ლოგოვაზის" გენერალური დირექტორის მოადგილე, 1994 წლის ივნისიდან - სს "ლოგოვაზის" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. 1996 წლის ოქტომბრიდან - მოსკოვის ”გაერთიანებული ბანკის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 1994 წელს "ლოგოვაზი" ასოციაცია ”რუსეთის საავტომობილო გზების” ორგანიზატორად გამოვიდა, რომლის პრეზიდენტი ბორის ბერეზოვსკი გახდა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი - ბადრი პატარკაციშვილი. 1995 წლის იანვრიდან - სს ”რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის” (ორტვ) გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე - ორტვ-ს დირექტორი კომერციასა და ფინანსებში. 1995 წლის მარტიდან დაკავებული იყო სს ორტვ-ს გენერალური დირექტორის ვლადისლავ ლისტევის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. 1995 წლის 1 აგვისტოდან - სს ”ორტ - რეკლამას” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 1996 წლის 7 დეკემბრიდან ორტვ-ს აქციონერთა კრებაზე არჩეული იქნა სს ორტვ-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, შემდეგ იკავებდა ორტ-ს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის პოსტს კომერციასა და ფინანსებში. ეს პოსტები 1997 წლის ოქტომბრამდე ეკავა. 1997 წლიდან - იყო შპს ”ორტ”-ს აღმასრულებელი დირექტორი. 1997 წლის სექტემბრიდან 1999 წლის ივნისის ჩათვლით - სს ”სიბნეფტის” დირექტორთა საბჭოს წევრი. 1998 წლის 12 თებერვალს ”ორტ”-ს აქციონერთა კრებაზე ”ორტ”-ს დირექტორთა საბჭოს წევრად დაამტკიცეს. 1999 წლის 10 ივნისს სს ”მოსკოვის დამოუკიდებელი სამაუწყებლო კორპორაცია ”ტვ-6 მოსკოვის” დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში აირჩიეს. 2001 წლის 29 მარტიდან დაამტკიცეს სს ”მოსკოვის დამოუკიდებელი სამაუწყებლო კორპორაცია ”ტვ-6 მოსკოვის” გენერალურ დირექტორად. იმავე დღეს აიჩიეს კორპორაციის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში. 2001 წლის 14 მაისიდან სს ”მოსკოვის დამოუკიდებელი სამაუწყებლო კორპორაცია ”ტვ-6 მოსკოვის” აქციონერთა რიგგარეშე კრებაზე დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 2001 წლის ივნისიდან რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ ძებნაში გამოცხადდა. მას ბრალად ედებოდა "აეროფლოტის" გენერალური დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილის ნიკოლაი გლუშკოვის გაქცევის ორგანიზებაში. 2001 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში. 2002 წლის ოქტომბერში მოსკოვის ბასმანის საერთაშორისო სასამართლომ პატარკიაციშვილი ”ავტოვაზში” მანქანების ქურდობის საქმეზე (1994-1995წწ.) დამნაშავედ ცნო. მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. 2003 წლის 13 მარტს საქართველოში კერძო ტელეარხი ”იმედი” შეიქმნა, რომელიც მედიაჰოლდინგში შევიდა და რომელსაც პატარკაციშვილი ხელმძღვანელობდა. 2004 წლის 17 დეკემბრიდან არჩეული იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად. 2007 წლის 6 ოქტომბრიდან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ შეაჩერა ბადრი პატარკაციშვილის უფლებამოსილება. 2004 წელს ყულევში იყო 12,5 მლნ ტ. სიმძლავრის საზღვაო-სანავთობო ტერმინალის მშენებლობის საერთაშორისო კონსორციუმის ხელმძღვანელი. 2005 წლიდან - გაზეთ ”კომერსანტ - უკრაინას” ერთ-ერთი აქციონერი. 2006 წლის დასაწყისში შეიძინა ბორის ბერეზოვსკის ბიზნეს-აქტივები, მათ შორის საგამომცემლო სახლი ”კომერსანტი”. პატარკაციშვილი, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებამდე გენერალური პროკურატურის მიერ ძებნაში გამოცხადდა სახელმწიფო შეთქმულებისა და თანამდებობრივი პირების ლიკვიდაციის მცდელობის საქმეზე. პატარკაციშვილს დარჩა მეუღლე და ორი ქალიშვილი - ლიანა (1980 წელს დაბადებული) და ია (1983 წელს დაბადებული). იგი ლონდონში 2008 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა. --0-- |
|
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||