00:00
рус | geo
 
31/07/2010
Rambler's Top100

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატთა სია 19-მდე შეამცირა

09:56 | 29/ 11/ 2007

თბილისი, 29 ნოემბერი /"ახალი ამბები - საქართველო"/. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებზე ქვეყნის პრეზიდენტობის 19 კანდიდატის რეგისტრაცია მოახდინა. 

28 იანვრის საღამოს დასრულდა დამატებითი დრო, რომელიც ცესკომ პარტიებს და საინიციატივო ჯგუფებს კანდიდატთა წარმოდგენის შესახებ დოკუმენტაციაში ხარვეზების აღმოსაფხვრელად მისცა.

"საპრეზიდენტო რბოლას" საქართველოს სამი მოქალაქე გამოეთიშა, რომლებიც პრეზიდენტობისთვის კენჭისყრას აპირებდნენ. ავთანდილ ფილაურის და გია ჩხიკვაძის წარმომდგენმა საინიციატივო ჯგუფებმა დოკუმენტაციებში არსებული შეცდომების გამოსწორება ცესკოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ შეძლეს. ხოლო გიორგი გახოკიძემ, რომელიც ასევე აპირებდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას, დოკუმენტაციაში შეცდომების შესწორებისას ამავდროულად საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობაც შეცვალა, რაც დადგენილ წესებს ეწინააღმდეგება. 

არც ერთი მათგანი საქართველოში ცნობილ პოლიტიკოსთა ან საზოგადო მოღვაწეთა რიცხვს არ განეკუთვნება. 

ამგვარად, 28 ნოემბრის საღამოს მონაცემებით, საქართველოს 22 მოქალაქიდან წინასაარჩევნო მარათონში მონაწილეობას 19 ადამიანი გააგრძელებს.

პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი ოთხი კანდიდატია: მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", ლევან გაჩეჩილაძე პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლებიდან", შალვა ნათელაშვილი "ლეიბორისტული პარტიიდან" და დავით გამყრელიძე "ახალი მემარჯვენეებიდან".

საინიციატივო ჯგუფებიდან რეგისტრირებულია შემდეგი კანდიდატები: მომავლის პარტიის ლიდერი გიორგი მაისაშვილი, დემოკრატიული სიმართლის პარტიის ლიდერი ლევან ქიძინიძე, შალვა კუპრაშვილი, შალვა ცერცვაძე, მოძრაობა "საქართველოს დიდების" ლიდერი გიორგი შერვაშიძე, "საქართველოს მწვანეთა პარტიის" ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე, გიორგი ყორღანაშვილი, ქართლოს ღარიბაშვილი, ფაზილ ალიევი, პარტია "იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი-ჭანტურია, პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული იმერეთში თეიმურაზ შაშიაშვილი, საზოგადოება "9 აპრილის" თავმჯდომარე თამაზ ბიბილური, არჩილ იოსელიანი, "პარტია "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ავთანდილ მარგიანი და ბიზნესმენი არკადი პატარკაციშვილი.

შემდეგი ეტაპის გადასალახად ყოველმა მათგანმა არა ნაკლებ 50 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა უნდა შეაგროვოს და ცესკოს 5 დეკემბრის 18.00 საათამდე წარუდგინოს --0--



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება