19:36
рус | geo
 
10/09/2010
Rambler's Top100

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების და პლებისციტის ჩატარების დაფინანსებაზე დაახლოებით 12 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება

16:45 | 13/ 11/ 2007

თბილისი, 13 ნოემბერი /"ახალი ამბები - საქართველო"/. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების და პლებისციტის ჩატარების ღონსძიებების დაფინანსებაზე დაახლოებით 12 მილიონი აშშ დოლარის დახარჯვა იგეგმება. ამის შესახებ 13 ნოემბერს ბრიფინგზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა. 

მისი თქმით, სამშაბათს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე პირველადი შესყიდვების განხორციელებისთვის 5,5 მლნ ლარის ოდენობის პირველი ტრანშის გამოყოფის შესახებ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. ამ ეტაპზე დგინდება ზუსტი თანხა, რომელიც არჩევნების და პლებისციტის ჩატარებისთვისაა აუცილებელი, ამის შემდეგ განხორციელდება შემდგომი დაფინანსდება.

ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ სახსრები საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. დაფინანსების ნაწილი მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე, ნაწილი კი 2008 წლის ბიუჯეტიდან განხორციელდება.--0--
 



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება