02/10/2008 18:33
მოსკოვი, 2 ოქტომბერი /ახალი ამბები - საქართველო/. მკვლევარებმა ტეხასის ტექნიკური უნივერსიტეტიდან და ფლორიდის უნივერსიტეტიდან შექმნეს უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი, რომლის ნიმუშადაც 224 მილიონი წლის წინ მცხოვრები პტეროდაქტილი გამოიყენეს. იუწყება ”რია ნოვოსტი”.
უცნაური კონსტრუქციის უპილოტო თვითმფრინავი, რომელსაც მართვის დეტალი დამონტაჟებული აქვს ცხვირთან და არა კუდთან, როგორც ჩვეულებრივ თვითმფრინავებს, დაახლოებით 70 სანტიმეტრისაა და გამიზნულია მონაცემების შესაკრებად ქალაქის პირობებში ბრძოლის ზონებში და მის გადასაცემად სამეთაურო ცენტრში.
როგორც ტეხასის უნივერსიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, ”პტეროდრონი” 7 ოქტომბერს ჰიუსტონში აშშ-ის გეოლოგიური საზოგადოების ყოველწლიურ კონგრესზე იქნება წარმოდგენილი.
მის შემქმნელთა აზრით, ”პტეროდრონები” საბრძოლო საფრენი რობოტების ახალ თაობას განასახიერებენ. ესაა არა მარტო პატარა ზომის და უხმაურო თვითმფრინავი, არამედ შეუძლია შენობებს შორის ვიწრო სივრცეში ფრენა, აივნებზე დაშვება, ხიდებისა და ესტაკადების ქვეშ ფრენა.
პტეროდაქტილები დედამიწაზე მეზოზოურ ერაში - 228 მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ და 65 მილიონი წლის გადაშენდნენ. ზოგიერთი მათგანი ზომით ბეღურაზე დიდი არ იყო, ზოგიერთი კი - შედარებით პატარა თვითმფრინავის ზომას აღწევდა.
ამ მფრინავმა არსებებმა ღამურებისა და ფრინველებისგან ყველაფერი საუკეთესო შეითავსეს. ისინი ისევე კარგად მანევრირებდნენ, როგორც ღამურები, ჰაერში ლივლივი კი შეეძლოთ, როგორც ალბატროსებს. ვერც ერთი თანამედროვე ფრინველი მათ ვერ შეედრება”, - ამბობს გამოგონების ერთ-ერთი ავტორი სანკარ ჩატერჯი ტეხასიდან.
პტეროდაქტილის ჩონჩხი ათი წლის წინ ბრაზილიაში აღმოაჩინეს.
მსგავსი კონსტრუქციის საფრენი აპარატისთვის გამოყენება შეიძლება ვინმემ შეცდომად მიიჩნიოს, მაგრამ სინამდვილეში ეს თავისებურება ჰაერში გაცილებით უკეთ მანევრირების შესაძლებლობას იძლევა. ამტკიცებენ მეცნიერები. -0
|
|||||||||