01/10/2008 10:21
მოსკოვი, 1 ოქტომბერი /ახალი ამბები - საქართველო/. აშშ-ში მეცნიერებმა გამოიგონეს უბრალო და იაფფასიანი მოწყობილობა, რომელიც ავტომობილის ძრავში დამონტაჟების შემთხვევაში მძღოლს 20%-ით ნაკლები საწვავის გამოყენების შესაძლებლობას მისცემს, რაც საწვავის გაძვირების პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ჟურნალში Energy & Fuels გამოქვეყნებულ სტატიაში მეცნიერები ტემპლის უნივერსიტეტიდან აღწერენ დანადგარს, რომელიც ელექტრულად დამუხტულ მილს წარმოადგენს. მას ამონტაჟებენ ინჟექტორის გვერდით.
ელექტრული ველი, რომელსაც დამუხტული მილი ქმნის, ამცირებს საწვავის სიბლანტეს, რის შედეგადაც ძრავში მოხვედრილი საწვავის წვეთები პატარავდება. ამის წყალობით საწვავი უფრო სუფთად იწვის და წვის პროცესიც უფრო ეფექტიანი ხდება, აღნიშნავენ მეცნიერები.
დიზელით მოძრავ ავტომობილზე მოწყობილობის ექვსთვიანმა შემოწმებამ აჩვენა, რომ მანძილი, რომლის გავლაც მანქანას ერთი გალონი საწვავით (3,8 ლიტრი) შეუძლია, 33-დან 37 მილამდე იზრდება (53 კმ-იდან 60 კმ-მდე).
”ველით, რომ ამ მოწყობილობას შიდა წვის ყველა ტიპის ძრავიანი ავტომობილისთვის ფართოდ გამოიყენებენ”, - ნათქვამია სტატიაში.
მეცნიერები მოწყობილობის სრულყოფას მისი მაჩვენებლების გაუმჯობესების გზით კვლავაც გააგრძელებენ. -0-
|
|||||||||