19:39 |
рус | geo | |
| 10/03/2010 | ||
თბილისი, 13 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”/. წლის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციას დროებითი თავშესაფრის წარდგენის თხოვნით 550-ზე მეტმა უცხოელმა მიმართა, მათგან 60%-ზე მეტი საქართველოს მკვიდრია, განუცხადა პარასკევს სააგენტო ”რია ნოვოსტის” რუსეთის ფედერაციის მიგრაციის ფედერალური სამსახურის წარმომადგენელმა. ”რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის ტერიტორიულმა ორგანოებმა 2009 წლის პირველ ორ თვეში მიიღო და განიხილავს 629 ადამიანის შუამდგომლობას დევნილებად აღიარების შესახებ და 19 სახელმწიფოს 559 უცხოეთის მოქალაქის განცხადებას რუსეთის ფედერაციაში დროებითი თავშესაფრის წარდგენის შესახებ. განმცხადებელთა უმეტესი რაოდენობა - 61% საქართველოს მკვიდრია და 29% - ავღანეთის”, - განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ. უცხოელი მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც რუსეთში თავშესაფრის წარდგენას მოითხოვენ, მუდმივად იზრდება, ხოლო 2007 წლიდან - ყოველწლიურად ორმაგდება, აღნიშნა მიგრაციის ფედერალური სამსახურის წარმომადგენელმა. მიგრაციის სამსახურის მონაცემებით, 2009 წელს დევნილად აღიარეს 72 ადამიანი, ხოლო დროებითი თავშესაფარი 13 სახელმწიფოს 374 მკვიდრს წარედგინა. მათგან ასევე უმრავლესობას საქართველოს და ავღანეთის მკვიდრები წარმოადგენენ. 2009 წლის 1 მარტის მონაცემებით, რუსეთის მიგრაციის სამსახურის აღრიცხვაზე ლტოლვილის სახით 762 ადამიანია, ხოლო დროებითი თავშესაფარი 29 სახელმწიფოს 1952 უცხოეთის მოქალაქეს აქვს წარდგენილი. ”ლტოლვილების და პირთა ნაწილი, რომელთაც დროებითი თავშესაფარი მიეცათ, რუსულ საზოგადოებაში მუდმივად ინტეგრირებენ სხვა, უფრო პრივილეგირებული სტატუსის მიღების გზით - ცხოვრების ნებართვით, ან რუსეთის მოქალაქეობის მიღების გზით და ამასთან დაკავშირებით, თავის წინანდელ სტატუსს კარგავენ”, - აღნიშნა მიგრაციის სამსახურის ექსპერტმა. -0-
|
|
|||||||||||||||
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||