11/03/2009 09:27
თბილისი, 11 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”/. ევროპარლამენტის კომიტეტმა საერთაშორისო საქმეების საკითხებში რუსეთისგან მეზობელი ქვეყნების მიმართ ძალის არ გამოყენების შესახებ წერილობითი დასტური მოითხოვა, განუცხადა სამშაბათს „რია ნოვოსტის“ ასამბლეის პრეს–სამსახურის წარმომადგენელმა.
26 აგვისტოს რუსეთმა თვითგამოცხადებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა. ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან საელჩოების დონეზე რუსეთმა 9 სექტემბერს დაამყარა. საქართველომ რუსეთს ტერიტორიის ანექსიასა და ოკუპაციაში დასდო ბრალი და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. პარლამენტმა რუსეთის მთელი შეიარაღებული ძალები ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის კონფლიქტურ ზონებში, საოკუპაციოდ და უკანონოდ გამოაცხადა.
„პარტნიორობის შესახებ ახალი შეთანხმების გაფორმების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებები ევროკავშირსა და რუსეთს შორის არ უნდა ვარირებდეს როგორც საქართველოში ამჟამინდელი სტატუს–ქვოს ლეგიტიმაცია. რუსეთმა ახალი შეთანხმების მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ვალდებულებები, თავისი მეზობლების მიმართ ძალის რა გამოყენების შესახებ“, – ნათქვამია საპარლამენტო კომიტეტის მიერ მოწონებულ ტექსტში.
რუსეთის ფედერაციამ და ევროკავშირმა ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, 2008 წლის 2 დეკემბერს ბრიუსელში მოლაპარაკებები განაახლეს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე.
ახალმა ხელშეკრულებამ პარტნიორობის შესახებ უნდა შეცვალოს რუსეთის ფედერაციასა და ევროკავშირს შორის დადებული ძველი ხელშეკრულება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ, რომლის მოქმედების ვადა 2007 წლის ბოლოს ამოიწურა და რომელიც ავტომატიურად იყო გაგრძელებული. მოლაპარაკებათა პროცესს, რომელსაც თავიდანვე ჯერ პოლონეთი, შემდეგ კი ლიტვა აფერხებდნენ, სტარტი 4 ივლისს ბრიუსელში მიეცა, ხოლო მეორე რაუნდის ჩატარება კი 16 სექტემბერს ბელგიის დედაქალაქში იყო დაგეგმილი.
ევროკავშირის 27 წევრი- ქვეყნების ლიდერებმა 1 სექტემბერს ბრიუსელში საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით მოწვეული სამიტის მიმდინარეობის დროს გადაწყვიტეს შეაჩერონ მოლაპარაკებები რუსეთის ფედერციასა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ხელშეკრულების დადების შესახებ. 2008 წლის 14 ნოემბერს რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე ნიცაში მიღწეულ იქნა შეთანხმება პარტნიორობის და თანამშრომლობის შესახებ მომავალი შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების განახლების შესახებ.
საერთაშორისო საქმეთა საკითხებში ევროპარლამენტის კომიტეტის წევრებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, ხელი შეუწყოს კოსოვოს პრობლემისა და დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების „გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების“ გამოძებნას.
გარდა ამისა, დეპუტატები აუცილებლად მიიჩნევენ რუსეთის მიერ სიტყვისა და კრების თავისუფლების დაცვის საკითხში ევროპის საბჭოსა და ეუთოს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას.
ევროპელმა პარლამენტარებმა ასევე მოითხოვეს რუსეთის ხელისუფლებისგან, გააუქმოს ევროპელთა მიმართ „ადმინისტრაციული შეზღუდვები“ ქვეყანაში შესვლისთვის მიწვევის მიღებისა და ჩასვლისთანავე რეგისტრაციის გავლის სახით. ––0––
|
|||||||||