23:39
рус | geo
 
30/07/2010
Rambler's Top100

ჩრდილოეთ ოსეთში საშტორმო გაფრთხილება გამოცხადდა

10:25 | 09/ 03/ 2009

თბილისი, 9 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”/. ჩრდილოეთ ოსეთში საშტორმო გაფრთხილება გამოცხადდა – სინოპტიკოსები სამხრეთის ქარის მკვეთრ გაძლიერებას პროგნოზირებენ, განუცხადეს „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს რესპუბლიკური მმართველობის პრეს–სამსახურში კვირას.

„სინოპტიკოსთა პროგნოზით, კვირას ღამით და ორშაბათს გამთენიისას და 9 მარტს, მთელი დღის განმავლობაში ჩრდილოეთ ოსეთის მთიან და მთისწინა რაიონებში მოსალოდნელია სამხრეთის ქარის გაძლიერება 20–23 მეტრის სიჩქარით წამში“, – აღნიშნა პრეს–სამსახურის თანამშრომელმა.

მისი თქმით, გაფრთხილება გაეგზავნათ რესპუბლიკის მუნიციპალური განათლებებისა და საცხოვრებელ–კომუნალური მეურნეობების საწარმოების ხელმძღვანელებს, ძლიერი ქარის შესაძლო შედეგების მინიმიზაციის მიზნით ზომების მისაღებად.

სამი წლის წინ, სწორედ 8 მარტს ჩრდილოეთ ოსეთის მთებზე ურაგანის სიძლიერის ქარმა გადაიარა, რის შედეგად სერიოზული ზიანი მიიღო რესპუბლიკის დედაქალაქის – ვლადიკავკაზის საცხოვრებელმა ფონდმა, ჯანდაცვის განათლების დაწესებულებებმა და ელექტროქსელებმა, – დასძინეს პრეს–სამსახურში. ––0––



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება