00:53
рус | geo
 
31/07/2010
Rambler's Top100

დღეს რუსეთის საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები მოსკოვში ჩადიან

09:11 | 09/ 03/ 2009

თბილისი, 9 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”/. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები რუსეთის მიერ ევროსაბჭოს წინაშე ვალდებულების მონიტორინგის საკითხში ლუკ ვან დენ ბრანდე (Luc Van den Brande) და თეოდოროს პანგალოსი (Theodoros Pangalos) მომავალი კვირის დასაწყისში მოსკოვში გაცნობითი ვიზიტით ჩადიან, განუცხადა „რია ნოვოსტის“ორგანიზაციის აპარატის თანამშრომელმა.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები რუსეთის დედაქალაქში ორშაბათს, 9 მარტს საღამოს ჩავლენ. მოსკოვში ვიზიტის ძირითადი პროგრამა სამშაბათსა და ოთხშაბათზეა დაგეგმილი“, – განაცხადა მან.

სააგენტოს მეორე წყაროს თქმით, „რუსეთის დედაქალაქში მომხსენებლები შეხვდებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსული დელეგაციის წარმომადგენლებს, მათ ასევე დაგეგმილი აქვთ შეხვედრები იუსტიციის სამინისტროში და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან“.

ბოლოს ასამბლეის მომხსენებლები რუსეთის ფედერაციას 2008 წლის სექტემბრის ბოლოს სტუმრობდნენ. რუსეთის გარდა ისინი საქართველოშიც იმყოფებოდნენ.

იგეგმება, რომ რუსეთში ვიზიტის შედეგებზე პანგალოსი და ბრანდე რუსეთის მიერ ევროპის საბჭოს წინაშე ვალდებულებების შესრულების შესახებ ასამბლეაში დიდ, ყოვლისმომცველ მოხსენებას წარადგენენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის იქნება მზად ეს დოკუმენტი. ––0––



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება