00:25
рус | geo
 
31/07/2010
Rambler's Top100

პუგაჩევას სჯერა, რომ „ევროვიზიაზე“ უძლიერესი გაიმარჯვებს

09:25 | 06/ 03/ 2009

თბილისი, 6 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”/. მომღერალი ალა პუგაჩევა მიიჩნევს, რომ კონკურს „ევროვიზიის“ პოლიტიზირების მიუხედავად, მასზე მაინც უძლიერესი შემსრულებელი გაიმარჯვებს.

„კი, მე იმ აზრისა ვარ, რომ კონკურსი ძალზე პოლიტიზირებულია, თუმცა, იქ მაინც უძლიერესი იმარჯვებს“, – განაცხადა პუგაჩევამ „რია ნოვოსტიში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან დასძინა, რომ „ბევრი ამბობს – არ არსებობს ცეცხლი კვამლის გარეშე, და მე ამ აზრს ვეთანხმები“.

თვითონ მომღერალი „ევროვიზიაში“ მონაწილეობას დუბლინში სიმღერით „პრიმადონა“ იღებდა და მხოლოდ მე–15 ადგილი დაიკავა. მაშინ რუსეთს ორი წლით საერთაშორისო კონკურსის დატოვება მოუწია, რადგან ხუთი წლის მანძილზე საშუალო არითმეტიკული ბალის რაოდენობა სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ნაკლებ იყო.

ამასთან, პუგაჩევას ღრმა რწმენით, „ევროვიზიაზე“ მხოლოდ ერთი – პირველი ადგილი არსებობს“. ––0––



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება