19:38 |
рус | geo | |
| 10/03/2010 | ||
თბილისი, 2 თებერვალი /”ახალი ამბები - საქართველო”/. რუსეთის ფედერაცია დაინტერესებულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაში კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის მონაწილე–ქვეყნების მიერ, თუმცა, მათზე ზეწოლას არ ახორციელებს და არც განახორციელებს, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. „რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ აღიარებას კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის მონაწილე–ქვეყნების მიერ, ეს ყველას სუვერენული საქმეა. რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებულები ვართ იმაში, რომ ჩვენმა პარტნიორებმა გადადგან ეს ნაბიჯი, მათთვის ეს კარგად არის ცნობილი, თუმცა, ჩვენ არ ვაპირებთ მათზე ზეწოლის განხორციელებას, რაზეც მანამდე არაერთხელ გვითქვამს“, – განაცხადა მინისტრმა აფხაზური საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ჟურნალ „აფსნისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აგვისტოს მოვლენების შემდეგ აღიარა. ლავროვი მიიჩნევს, რომ ოფიციალური აღიარების არ არსებობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის პარტნიორების მიერ ცხინვალსა და სოხუმთან მრავალმხრივი კავშირების განვითარებაში. „კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის წევრი–სახელმწიფოები რუსეთის თანასწორუფლებიანი მოკავშირეები არიან. ყოველივე მათგანს საკუთარი ინტერესები, პრობლემები, საკუთარი საგარეო პოლიტიკა გააჩნია“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. „არსებული შეთანხმებების შესაბამისად, მოკავშირეები ეტაპობრივად გვიჭერენ მხარს ანტირუსულ გამოხტომებთან დაკავშირებით ქმედებებში სამხრეთ ოსეთში მოვლენებთან დაკავშირებით მრავალმხრივ ფორუმებსა და საერთაშორისო მოედნებზე“, – განაცხადა მინისტრმა. ––0–– |
|
|||||||||||||||
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||