02:15 |
рус | geo | |
| 4/09/2010 | ||
თბილისი, 2 თებერვალი /”ახალი ამბები - საქართველო”/. რუსეთი აფხაზეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას უახლოეს დროში აპირებს, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, იუწყება „რია ნოვოსტი“. „ამჟამად მზადების სხვადასხვა ეტაპზე იმყოფება შეთანხმებებისა და მოლაპარაკებების დაახლოებით 20 პროექტი. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენი აზრით, ის პროექტებია, რომელიც დაჩქარებული ტემპებით აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანებს გადაჭრის. მე მხედველობაში მაქვს, უპირველეს ყოვლისა, შეთანხმებები სამხედრო სფეროში და აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარზე დაცვის საკითხებში ერთობლივი ძალისხმევის შესახებ. ვფიქრობთ, უახლოეს დროში ჩვენ შევძლებთ ამ დოკუმენტების გაფორმებას“, – განაცხადა მინისტრმა აფხაზური საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ჟურნალ „აფსნისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. რუსეთმა, რომელმაც აგვისტოს მოვლენების შემდეგ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა, უკვე მოაწერა ხელი აფხაზეთთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებას. ამ დოკუმენტის უმეტეს პუნქტებში აღნიშნულია თანამშრომლობის ამა თუ იმ მიმართულებებზე ცალკეული შეთანხმებების გაფორმების აუცილებლობა. „რუსული და აფხაზური სამინისტროებისა და უწყებების ხაზით მიმდინარეობს სხვა შეთანხმებების მომზადება, მათ შორის საბაჟო, უკანონო მიგრაციის ბრძოლის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სფეროში, ასევე ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარებაში, რაც განსაკუთრებით აქტუალურია აფხაზეთისთვის, სადაც მცხოვრებთა დიდი ნაწილი – რუსეთის მოქალაქეები არიან“, – განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, აფხაზი პარტნიორები ამ სამუშაოს აქტიურად და დაინტერესებულად ეკიდებიან, გამოხატავენ პროფესიულ შენიშვნებს მომზადების პროცესში არსებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით, ინიციატივებს იჩენენ თავიანთი პროექტების წარდგენაში. „რა თქმა უნდა, ურთიერთობების სახელშეკრულებო–სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება – თვითმიზანი არ არის. კონკრეტული პრაქტიკული მუშაობა უკვე დაიწყო უსაფრთხოების სფეროშიც, სოციალურ–ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებშიც. შესაბამისი შეთანხმებებისა და მოლაპარაკებების დასკვნა ამ საქმიანობის სისტემურ საფუძველზე დაყენების საშუალებას იძლევა“, – აღნიშნა ლავროვმა. ინტერვიუს ტექსტი კვირას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა. ––0–– |
|
|||||||||||||||
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||