00:54
рус | geo
 
31/07/2010
Rambler's Top100

ბარაკ ობამამ და ჯონ მაკკეინიმ რუსეთსა და საქართველოს მოუწოდეს, არ დაუშვან ომი

22:27 | 08/ 08/ 2008

ვაშინგტონი, 8 აგვისტო /”ახალი ამბები - საქართველო”/. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმა ბარაკ ობამამ და ჯონ მაკკეინიმ განცხადებები გააკეთეს სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, იუწყება ”რია ნოვოსტი”.

ობამამ რუსეთსა და საქართველოს მოუწოდა, გამოავლინონ თავშეკავებულობა და არ დაუშვან კონფლიქტის ფართომასშტაბიან ომში გადაზრდა.

მაკკეინმა ასევე მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები საქართველოში და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომის ჩატარებისკენ მოუწოდა.

ამასთან, მაკკეინიმ სამხრეთ ოსეთში დამოუკიდებელი მშვიდობისმყოფელების გაგზავნის შესახებ განაცხადა. --0--



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება