00:53
рус | geo
 
31/07/2010
Rambler's Top100

საქართველო უფრო მძაფრად აყენებს ნატოში შესვლის აუცილებლობის საკითხს - ბეჟუაშვილი

09:08 | 09/ 08/ 2007

თბილისი, 9 აგვისტო /”ახალი ამბები - საქართველო”, ელენე ფარცვანია/. საქართველო უფრო მძაფრად აყენებს ნატოში შესვლის აუცილებლობის საკითხს ბოლო ინციდენტის – 6 აგვისტოს ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევისა და სარაკეტო დარტყმების განხორციელების ფონზე. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 8 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აისახება ინციდენტი ნატოსთან ინტენსიური დიალოგის პროგრამაზე.

“ნატოსთან ინტენსიურ დიალოგს არანაირი კავშირი არა აქვს ამ ინციდენტთან. ერთადერთი ის არის, რომ, ამ ინტენსიური დიალოგის ფარგლებში, კიდევ უფრო მძაფრად დავაყენებთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს”, - განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა. --0--


ссылки по теме
18:31 08/08/2007 ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზე საქართველოს უტყუარი მტკიცებულებები გააჩნია - ბეჟუაშვილი
18:39 08/08/2007 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსულ მხარესთან კონსულტაციების გასამართად მზად არის - ბეჟუაშვილი
18:50 08/08/2007 საქართველო ქვეყნის ტერიტორიის დაბომბვის ფაქტის შესასწავლად საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფს ქმნის
19:26 08/08/2007 ქართულ მხარეს ეუთოს დახმარების იმედი აქვს ცხინვალის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის შესწავლაში, სადაც მეორე რაკეტა ჩამოაგდეს - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
09:12 09/08/2007 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს, არ მიანიჭონ ქვეყნის საჰაერო დარღვევის თემასა და ქართულ-რუსულ ურთიერთობებს სპეკულაციური ხასიათი
09:03 09/08/2007 ვაშინგტონმა დაგმო ”საქართველოზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმა” და მოითხოვა ინციდენტის გარემოებების სასწრაფო დაზუსტება

Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება