00:00 |
рус | geo | |
| 31/07/2010 | ||
თბილისი, 10 დეკემბერი /"ახალი ამბები - საქართველო", ელენე ფარცვანია/. საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე მოითხოვს, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დსთ-ის კოლექტიური სამშვიდობო ძალების სარდალმა, გენერალმა სერგეი ჩაბანმა საქართველო დატოვოს. "ბატონი ჩაბანი ქართულმა მხარემ თავიდნავე არ მიიღო და ჩვენ მისი დანიშვნა გავაპროტესტეთ. ამის შემედეგ მან, ბუნებრივია, არ უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები. თუ დსთ-ის შესაბამის ძალებს საქართველოს მიმართ პატივისცემის გამოხტვა სურს, უახლოეს მომავალში მისი საქართველოში ყოფნის საკითხი უნდა დააყენოს", - განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს. აფხაზეთში არსებული მდგომარეობის კომენტარისას ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ქართული მხარე ფლობს ინფორმაციას აფხაზეთში დამატებითი ძალების და მძიმე ტექნიკის შეყვანის თაობაზე, რაც, მისი აზრით, ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევაა. "იმედი მაქვს, რომ რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში ამჟამინდელი წინასაარჩევნო პროცესები არ იქნას ცუდად გამოყენებული ქართულ-რუსული შემდგომი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.--0-- |
|
|||||||||||||||
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||