26/11/2007 16:29
ასტანა, 26 ნოემბერი /"ახალი ამბები - საქართველო"/. 27 ნოემბერს ასტანაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომა გაიმართება, განაცხადა ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, კერძოდ, იგეგმება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დსთ-ის კოლექტიური სამშვიდობო ძალების სარდლის კანდიდატურის საკითხის განხილვა.--0--
|
|||||||||