00:03 |
рус | geo | |
| 31/07/2010 | ||
თბილისი, 10 მარტი, /”ახალი ამბები - საქართველო”/. ფინანსური დახმარების გაწევა, 500 მლნ ევროს ოდენობით, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს სამი წლის განმავლობაში უნდა გაუწიოს დარადება. ”ეს დახმარება იმ 4.5 მილიარდი დოლარის ნაწილია, რომელზეც ჩვენ შეთანხმება გვქონდა. ეს დახმარება მათი მხრიდან გაგრძელდება და დაჩქარდება”, - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადების ციტირებას ახდენს მისი პრეს-სამსახური, ბრიუსელში გასულ კვირაში მისი ვიზიტის შედეგების შესახებ. ნიკა გილაურისა და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის იაცეკ სარიუშ-ვოლსკის (Jacek Saryusz-Wolski) შეხვედრის დროს განხილული იქნა სხვადასხვა თემები, მათ შორის საქართველოსადმი ევროპის გაერთიანების დახმარების შესახებ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ევროკავშირის საბჭოს გენერალურ მდივანს, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ხავიერ სოლანას (Javier Solana). შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ დახმარებებს, რომელსაც ევროკავშირი ომის შემგდომი რეაბილიტაციისთვის გამოყოფს, სავიზო რეჟიმის გამარტივებას და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების ყოფნას. ევროკავშირის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ ნიკა გილაურმა განაცხადა: ”ბატონი სოლანაც მხარს უჭერს და ამბობს რომ ეს არის წარმატებული პროექტი”. ”ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი იმისათვის, რომ ის საბოლოოდ წარმატებული გახდეს და სრულად შესრულდეს ევროკავშირის მისიის მანდატი. მიუხედავად ამისა, ეს პროექტი გაგრძელდება და საქართველოში მონიტორინგის გაგრძელებას მოვაწერთ ხელს”, - განაცხადა გილაურმა. აგრეთვე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტ ჰანს-გერტ პოტერინგს (Hans-Gert Pöttering), ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში ანდრის პიებალგსს (Andris Piebalgs) და ბელგიის პრემიერ-მინისტრ ჰერმან ვან რომპუის (Herman Van Rompuy). –0-- |
|
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||