00:31
рус | geo
 
31/07/2010
Rambler's Top100

ბარამიძე ევრო-უკრაინულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

15:49 | 27/ 02/ 2009

თბილისი, 27 თებერვალი /”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი/. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე მესამე ევრო-უკრაინულ ფორუმზე საქართველოში რუსული აგრესიის, ახალი საფრთხეების, დეზინფორმაციული პროპაგანდის შესახებ, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს, სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ”ახალი ამბები - საქართველოს” სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრეს-სამსახურში პარასკევს აცნობეს.

გამოსვლისას გიორგი ბარამიძე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და კონფლიქტის მოგვარების პროცესში ევროკავშირის როლის გაზრდის აუცილებლობას შეეხო. ასევე აღინიშნა უკრაინის და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი, ევროკავშირის ახალი ინიციატივა ”აღმოსავლეთ სამეზობლო პარტნიორობა” და სხვა.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა გიორგი ბარამიძის და პოლონეთის ექს-პრეზიდენტის ლეხ ვალენსის ერთობლივი პრესკონფერენცია.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შეხვდა უკრაინის, ჩეხეთის, თურქეთის და მედიის წარმომადგენლებს.

ბარამიძე უკრაინაში სამუშაო ვიზიტით 25 თებერვალს გაემგზავრა.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები დავით დარჩიაშვილი, გიორგი კანდელაკი, აკაკი მინაშვილი და გივი თარგამაძე. -0-

 



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება