00:20
рус | geo
 
31/07/2010
Rambler's Top100

რუსი დიპლომატები ქართველ კოლეგებთან კონტაქტისთვის მზად არიან – ჩურკინი

10:19 | 02/ 02/ 2009

თბილისი, 2 თებერვალი /”ახალი ამბები - საქართველო”/. გაეროში რუსეთის ფედერაციის დიპლომატები მზად არიან ქართველ კოლეგებთან კონტაქტისთვის, თუ მათ, რა თქმა უნდა, შეხვედრის ჩატარების სურვილი გააჩნიათ. ამის შესახებ გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა სააგენტო „რია ნოვოსტისა“ და „ნეზავისიმაია გაზეტასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ორშაბათს დილით გამოქვეყნდება.

„თუ ქართველი დიპლომატები აქ, ნიუ–იორკში ჩვენთან შეხვედრას მოინდომებენ, ჩვენ მათგან დამალვას არ ვაპირებთ“, – განაცხადა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში.

რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა. მას შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები პირდაპირი დიპლომატიური არხებით არ განხორციელებულა.

ჩურკინმა ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ იცის, ჩავიდა თუ არა ნიუ–იორკში გაეროში ახალი მუდმივი წარმომადგენელი. 2008 წლის დასაწყისში გაეროში ყოფილი მუდმივი წარმომადგენლის ირაკლი ალასანიას ნებაყოფლობითი გადადგომის შემდეგ, რის მიზეზიც საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში შეუთანხმებლობა გახდა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი გასული წლის 15 დეკემბერს ამ პოსტზე ალექსანდრე ლომაია დანიშნა, რომელიც მანამდე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს იკავებდა.

ამ დრომდე გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას არ განუცხადებია ნიუ–იორკში მისიის ახალი ხელმძღვანელის ჩასვლის თაობაზე. გაეროში ქართული მისიის მიერ ბოლოს გავრცელებული დოკუმენტი, რომელიც 2009 წლის 22 იანვრით თარიღდება, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის საქმეებში რწმუნებულის ირაკლი ჩიქოვანის მიერ იყო ხელმოწერილი. მასში აღნიშნული იყო თხოვნა, გავრცელდეს უშიშროების საბჭოში და გენერალურ ასამბლეაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სამხრეთ ოსეთში შექმნილი სიტუაციის შესახებ.

ვიტალი ჩურკინმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს შორის „როგორც დედაქალაქებში, ისე ნიუ–იორკში“ მიმდინარეობს კონსულტაციები გაეროს მისიის „ახალი მანდატის ჩამოყალიბების საკითხში“, რომელიც ქართულ–აფხაზური კონფლიქტის ზონაში დაკვირვებას ახორციელებს.

მისი ამჟამინდელი მანდატი 2009 წლის 15 თებერვალს იწურება. მანამდე მას „საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისია“ ეწოდებოდა. ამასთან, მისი თანამშრომლები მუშაობდნენ როგორც უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე, ისე აფხაზეთში. თუმცა, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაჩნდა პრაქტიკული და იურიდიული აუცილებლობა მისი სტატუსისა და დასახელების შეცვლაში.

„15 თებერვლამდე გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა მიიღოს რეზოლუცია ამ მისიის მომავლის შესახებ, რომელიც 2008 წლის ოქტომბერში, მანდატის ტექნიკური გაგრძელების შესახებ მიღებულ რეზოლუციაში ნახსენებია უბრალოდ „გაეროს მისია“, რადგან ის მოქმედებს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ აფხაზეთის, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. ახალი მანდატის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები როგორც დედაქალაქებში, ისე ნიუ–იორკში. რა გამოსვალი გამოიძებნება კავკასიაში ახალი რეალიების გათვალისწიენბით, ჯერჯერობით, ამაზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა. ––0––



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება