00:41
рус | geo
 
31/07/2010
Rambler's Top100

მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნატოში შესვლის რეალური შანსი აქვს

10:25 | 26/ 11/ 2007

თბილისი, 26 ნოემბერი /"ახალი ამბები - საქართველო"/. საქართველოს ნატოს წევრობის რეალური შანსი აქვს, თუ საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება, განაცხადა 25 ნოემბერს ტელეინტერვიუში მმართველი პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიერ წარმოდგენილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა.

"ჩვენ სრულიად კონკრეტული მდგომარეობა გვაქვს. თუ ჩვენ არჩევნებს კარგად ჩავატარებთ, თუ ის აღიარებული იქნება, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული და ქვეყანა სტაბილურობას შეინარჩუნებს, მე დარწმუნებული ვარ და მე საფუძველი მაქვს, ასე ვიფიქრო, რომ ჩვენ რეალური შანსი გვაქვს, ნატოს წევრი გავხდეთ. როცა ჩვენ ალიანსში შევალთ, მაშინ, თუ, რა თქმა უნდა, იმ დროისთვის დსთ იქნება, ჩვენ იქიდან ავტომატურად გამოვალთ", - განაცხადა მან.

სააკაშვილის თქმით, ნატოში სხვადასხვა მოსაზრება არსებობს იმასთან დაკავშირებით, უნდა იყოს საქართველო ალიანსის წევრი, თუ არა.

"ერთი მხრივ, საქართველოსადმი არის სიმპათიები, მაგრამ, მეორე მხრივ, ალიანსის წევრებს რუსეთთან პრობლემები არ სურთ. რუსეთმა საკითხი დააყენა, როგორც ულტიმატუმი და განაცხადა, რომ თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება, მაშინ ეს დასავლეთთან ყოველგვარი ურთიერთობების გაწყვეტის ტოლფასი იქნება", - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე 40 დღით ადრე გადადგა და წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. იგი საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას, რომელიც 2008 წლის 5 იანვარს არის დანიშნული.--0--
 



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება