00:41 |
рус | geo | |
| 31/07/2010 | ||
თბილისი, 16 ნოემბერი /”ახალი ამბები - საქართველო”, თინათინ ჟვანია/. სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენის მომხრეა, რომელიც 7 ნოემბერს შეწყდა, როდესაც ტელევიზიის ოფისში სპეცრაზმი შევარდა. მოგვიანებით, თბილისის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი ტელეკომპანია იმედის ქონებასა და მაუწყებლობის ლიცენზიაზე ყადაღის დადების შესახებ. ”ტელეკომპანია ”იმედთან” დაკავშირებით მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს გამონახოს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან”, - აღნიშნა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა. ”ჩვენ დიდ ყურადღებას ვანიჭებთ მასმედიასთან დაკავშირებულ საკითხებს. იმიტომ რომ სიტყვის თავისუფლება ევროკავშირის მთავარი ფასეულობებიდან ერთ-ერთია და ამავდროულად, ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ”, - განაცხადა სემნებიმ. ”ამავდროულად, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მასმედიის თავისუფლება როგორც მთავრობის მხრიდან, ისე ჟურნალისტთა მხრიდან განსაზღვრულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. და, როდესაც ჩვენ ”იმედის” საკითხის გადაჭრას ვცდილობთ, ეს ასპექტი უნდა იყოს გათვალისწინებული”, - დასძინა სემნებიმ. --0-- |
|
|||||||||||||||
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||