00:55
рус | geo
 
31/07/2010
Rambler's Top100

თბილისში ნატოს ქვეყნების წარმომადგენლობითი დელეგაცია იმყოფება

17:13 | 12/ 11/ 2007

თბილისი, 12 ნოემბერი /"ახალი ამბები - საქართველო", ნანა მამაგულიშვილი/. მარშალის გერმანული ფონდის პროგრამის ფარგლებში საქართველოში ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები, ასევე თვითონ ფონდის, საფრანგეთის და გერმანიის მთავრობების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.

12 ადამიანისგან შემდგარმა დელეგაციამ საჩხერის სამთო მომზადების სკოლა დაათვალიერა, მოინახულა ცხინვალის რეგიონი, სადაც შეხვდა სამხრეთ ოსეთის "დე ფაქტო " ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევს.

როგორც "ახალი ამბები - საქართველოს" საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს, ეკონომიკური განვითარების მინისტრს გიორგი არველაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გიორგი ბარამიძეს და პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს შეხვდა. გაიმართა შეხვედრების არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ვიზიტი ყოველწლიურია და მისი მიზანი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივების, შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის განვითარების განხილვა და გაყინული კონფლიქტების მოგვარების პროცესის გაცნობაა.--0--


 



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება