21:55 |
рус | geo | |
| 11/03/2010 | ||
თბილისი, 13 მარტი, /”ახალი ამბები - საქართველო”, ელენე ფარცვანია/. 9 აპრილის აქციის ორგანიზატორმა პარტიებმა ხელმოწერების აქცია - ”ერთად გადავარჩინოთ საქართველო” 16 ქალაქში ჩაატარეს. შედეგად, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, მარტო თბილისში შეგროვდა დაახლოებით 48 ათასი ხელმოწერა, დანარჩენი კი რეგიონებში. ყუთები ქალაქის ცენტრში იდგა, სადაც 9 აპრილის აქციაში მონაწილეობის ყველა მსურველმა საკუთარი პოზოციის დაფიქსირება შესძლეს. აქცია სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით და 16 ქალაქის მასშტაბით 55,307 ხელმოწერა შეგროვდა. ქალაქების მიხედვით ხმების რაოდენობა შემდეგნაირად შეგროვდა: ქუთაისი - 7,043; ზესტაფონი - 3.278; გორი - 2.136; ფოთი - 4.533; სამტრედია - 3.646; ოზურგეთი - 4.121; სენაკი - 3.948; ზუგდიდი - 4.866; ახალციხე - 1.182; მარნეული - 2.803; გარდაბანი - 1.264; დუშეთი - 2.453; რუსთავი - 3.906; გურჯაანი - 4.355; თელავი - 5.773. ”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვქონდა საჭირო საინფორმაციო უზრუნველყოფა, ჩვენ მაინც შევაგროვეთ 55 ათასზე მეტი ხელმოწერა 16 რაიონულ ცენტრში”, - განაცხადა მაღრაძემ. აქცია საქართველოს 16 ქალაქში გაიმართა – თელავში, გორში, ზესტაფონში, ფოთში, დუშეთში, ბათუმში, ოზურგეთში, ახალციხეში, მარნეულში, გარდაბანში, რუსთავში, სენაკში, გურჯაანში, სამტრედიაში, ზუგდიდში, ქუთაისში. ამჟამად 9 აპრილის აქციის ორგანიზატორთა რიცხვში ცხრა პარტია შედის – „კონსერვატიული პარტია“, „ხალხის პარტია“, „დემოკრატიული მოძრაობა“, „თავისუფლება“, „ტრადიციონალები“, „მრეწველები“, „ქალთა პარტია“, „საქართველოს გზა“, „ერთიანი საქართველო“. |
|
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||