19:38 |
рус | geo | |
| 10/03/2010 | ||
თბილისი, 13 მარტი, /”ახალი ამბები - საქართველო”, მელსიდა აკოფიანი/. ეგვიპტეში დაკავებული 14 ქართველის დეპორტაციის პროცედურა უახლოეს საათებში დაიწყება. გათავისუფლებული ქართველები ეგვიპტეს დღესვე დატოვებენ და თურქეთში გაემგზავრებიან, იქედან კი ავტობუსით სამშობლოში დაბრუნდებიან. ამის შესახებ ტელეკომპანია ”იმედი” ეგვიპტეში საქართველოს საკონსულოზე დაყრდნობით იუწყება. საქართველოს მოქალაეები - ექვსი ქალი და რვა კაცი - ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მიერ ისრაელი-ეგვიპტის საზღვრის უკანონო გადაკვეთისას იქნენ დაკავებულები. ქართველები ჯერ სუეცის ციხეში ჩასვეს, ხოლო შემდეგ კი გაათავისუფლეს. ქართველი დიპლომატების ინფორმაციით, ამჟამად ეგვიპტეში ქართველების კიდევ ერთი ჯგუფი იმყოფება, რომელიც უკანონოდ ცდილობს ისრაელი-ეგვიპტის საზღვრის გადაკვეთას. ეს ჯგუფი დაუკავშირდა ეგვიპტეში საქართველოს საკონსულოს და მას დახმარება სთხოვა. რვაკაციან ჯგუფში ორი მცირეწლოვანი ბავშვია. –0-- |
|
|||||||||||||||
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||