00:03 |
рус | geo | |
| 31/07/2010 | ||
თბილისი, 13 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”/. თბილისში ეუთოს თავმჯდომარეობა თავის მუშაობას 2009 წლის ივნისისთვის შეწყვეტს, განაცხადა რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ეთერში ეუთოს ცენტრის დირექტორმა კონფლიქტების აღმოფხვრის საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა, იუწყება „რია ნოვოსტი“. ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მისიის მანდატი საქართველოში 2009 წლის 1 იანვრიდან ამოიწურა და ამჟამად ის გასვლის რეჟიმში იმყოფება. ეუთო საქართველოში 1992 წლიდან მუშაობდა. 2008 წლის 22 დეკემბერს გამართულ ეუთოს მუდმივი საბჭოს ხდომაზე რუსეთი არ დაეთანხმა „ქართული მისიის“ მანდატის გაგრძელებას, რადგან მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს მისი გადახედვა და მას გამოერიცხოს აფხაზური და სამხრეთოსური კომპონენტები. 12 თებერვალს გამართულ ეუთოს მუდმივ საბჭოზე რუსეთი 2009 წლის 30 ივნისამდე საქართველოში ეუთოს დამკვირვებელთ ყოფნას დათანხმდა. „ეუთო კონსენსუსის პრინციპზე მუშაობს, ანუ გადაწყვეტილებები მოწონებული უნდა იქნას ყველა მონაწილე სახელმწიფოს მიერ. ამჟამად მუშაობის გაგრძელების შესახებ შეთანხმება არ არის და მიმდინარე წლის ზაფხულისთვის ეუთოს აქტიურობა რეგიონში დასრულდება“, – განაცხადა ზალბერმა. მისი თქმით, აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ ეუთომ დაკარგა თავისი წარმომადგნელობა ცხინვალში „რეგიონის სტატუსზე კამათის გამო“. ამჟამად, ზალბერის თქმით, კავკასიაში ვითარების მონიტორინგს ეუთოს 20 სამხედრო დამკვირვებელი ახორციელებს სამხრეთ ოსეთის სიახლოვეს. ––0–– |
|
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||