01:03
рус | geo
 
31/07/2010
Rambler's Top100

დავით ბაქრაძემ კახეთში ნაპირსამაგრი სამუშოების მიმდინარეობა დაათვალიერა

08:47 | 13/ 03/ 2009

თბილისი, 13 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”/. ხუთშაბათს, 12 მარტს დავით ბაქრაძემ საგარეჯოს რაიონში ჩატარებული ნაპირსამაგრი სამუშოები დაათვალიერა და ის უბნებიც ნახა, სადაც ეს პრობლემა ჯერ კიდევ მოსაგვარებელია.

პატარძეულის ხევი, რომელიც წყალდიდობის დროს სოფელს ორ ნაწილად ჰყოფდა და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ადგილობრივებს, გასუფთავდა და მასზე გადებული ხიდიც შეკეთდა. ასევე გასუფთავდა 3-კილომეტრიანი  თვალთხევი საგარეჯოში.

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და დაჰპირდა, რომ ეტაპობრივად სასმელი წყლისა და გზების პრობლემაც გადაიჭრება.

„ეს პატარა ხევი წყალდიდობის სეზონზე დიდ ზიანს აყენებდა სოფელ პატარძეულის მოსახლეობას, გზას და მიწის ნაკვეთებს, კახეთში წყალდიდობის პრობლემა ბევრგან არის და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ვგეგმავთ, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს პრობლემა გადაიჭრას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ახლო მომავალში დაგეგმილია საგარეჯოში კიდევ ერთი ხევის, წიფლისხევის გაწმენდა. ეს დიდი შეღავთი იქნება სოფლის მოსახლეობისთვის. ამისთვის სახსრები ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია და აპრილის პირველ რიცხვებში სამუშაოებიც დაიწყება. ––0––

 



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება