19:41
рус | geo
 
10/03/2010
Rambler's Top100

მრგვალი მაგიდა: ”ოპოზიცია: სხვადასხვა გზა ერთი მიზნის მისაღწევად"

15:00 | 13/ 03/ 2009

პარასკევს, 13 მარტს, 15:00 საათზე ”რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაიმართება მრგვალი მაგიდა: ”ოპოზიცია: სხვადასხვა გზა ერთი მიზნის მისაღწევად”.

ბოლო დროს საქართველოში ოპოზიციის ქმედებებში სამი ძირითადი მიმართულება გამოვლინდა, ესე იგი, მათი ხედვა, თუ რა გზებით შეიძლება ხელისუფლების შეცვლა ქვეყანაში. ამიტომ მრგვალი მაგიდის მსვლელობისას დისკუსიის მონაწილეები - ახალი ალიანსის, გაერთიანებული ოპოზიციის, ეროვნული ფორუმის და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები საკუთარი არჩევნის სისწორის დამადასტურებელ არგუმენტს მოიყვანენ და მისი მართლზომიერების დამტკიცებას შეეცდებიან.

დისკუსიის დასასრულს ქართული მასმედიის წარმომადგენლები მრგვალი მაგიდის მონაწილეებისთვის კითხვების დასმას შეძლებენ.


”მრგვალი მაგიდის” მონაწილეები არიან:
- კახა კუკავა, კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი;
- მანანა ნაჭყებია, ალიანსის წევრი ”ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელი;
- ირაკლი მელაშვილი, ეროვნული ფორუმი;
- ნესტან კირთაძე, ლეიბორისტული პარტია.


მრგვალი მაგიდა გაიმართება 13 მარტს, 15:00 საათზე მისამართზე: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა 2 (კინოს სახლი), მე-5 სართული, ”რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი.-0-



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება