00:42 |
рус | geo | |
| 31/07/2010 | ||
თბილისი, 12 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”, ნანა მამაგულიშვილი/. თბილისის ერთ–ერთ პერიფერიულ რაიონში განლაგებულ სამხედრო ქალაქში, რომლის მშენებლობაც შემოდგომაზე დასრულდება, საკონტრაქტო სამსახურის ოფიცრებთან ერთად ბინებს ასევე აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების 170 ოჯახი მიიღებს. უახლოეს მომავალში ასევე ცნობილი გახდება აგვისტოში დაღუპული ორი სამხედრო მოსამსახურის დნმ–ის ანალიზის შედეგი, რის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავით სიხარულიძის თქმით, ბინებს მიიღებენ ამ სამხედროების ოჯახებიც. 11 მარტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები დაღუპულთა ოჯახების წარმომადგენლებთან ერთად სამხედრო ქალაქს ეწვივნენ. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბინების გადაცემის შესახებ ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარეს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის დახმარების გაწევის საკითხზე კონსულტაციების დროს დაებადა. მიხეილ სააკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ოჯახებს გმირების გაზრდისთვის და აღნიშნა, რომ არა საქართველოს შეიარაღებული ძალების ვაჟკაცობა, რუსული აგრესიის შედეგები გაცილებით მძიმე იქნებოდა. “დაუმარცხებელია ერი, სანამ მან ჰყავს ასეთი შვილები, როგორებიც ეს სამხედრო მოსამსხურეები იყვნენ. ეს სახელმწიფო მხოლოდ იმიტომ შენარჩუნდა, რომ მას ბევრი გმირი ჰყავს. ჩემთვის საპატიო იქნებოდა, ყოველივე მათგანის ადგილის დაკავება“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ „ჩვენ გავბედეთ იმის გაკეთება, რაც ჩვენამდე ვერ შეძლო ჩეხოსლოვაკიამ, უნგრეთმა, ავღანეთმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ“. პრეზიდენტის თქმით, მთავარ ამოცანად და ფასეულობად კვლავ მშვიდობა რჩება. „ჩვენ კარგად ვიცით საგარეო და შიდა სამყაროს ფასი, თუმცა, მიუხედავად გლობალური საერთაშორისო მხარდაჭერისა, არ არსებობს სტაბილურობის აბსოლუტური გარანტია“. „ციხე შიგნიდან ტხდება. საქატველოს დაჩუქება შეუძლებელია, თუ ის ერთიანი და სტაბილური იქნება“, – განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, საქართველომ უნდა მოამზადოს თავისი შეიარაღებული ძალები ისე, რომ მან სახელმწიფოს დაცვა შეძლოს. ––0–– |
|
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||