19:29 |
рус | geo | |
| 10/03/2010 | ||
თბილისი, 12 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”/. საქართველომ უარი განაცხადა სასიმღერო საერთაშორისო კონკურსში „ევროვიზია–2009“–ში მონაწილეობაზე, რომელიც მაისში მოსკოვში გაიმართება, განუცხადა „რია ნოვოსტის“ კონკურსის ქართული პროექტის ხელმძღვანელმა ნათია უზნაძემ. კოლექტივის მონაწილეებმა ღიად განაცხადეს, რომ მათი სიმღერა We don't wonna put in რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტს წარმოადგენს. სამშაბათს ევროპის სამაუწყებლო კავშირმა თავის ოფიციალურ საიტზე განაცხადა, რომ შეატყობინა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლის ხელმძღვანელობას იმის შესახებ, რომ სიმღერის ტექსტი არ შეესაბამება შეჯიბრის წესებს. კერძოდ, 4.9 პუნქტის თანახმად, მონაწილეებმა არ უნდა გამოიყენონ პოლიტიკური ან სხვა მოწოდებები. ევროპის სამაუწყებლო კავშირის განცხადების თანახმად, საქართველოს შესთავაზეს სიმღერის ტექსტის გადაწერა ან სხვა კომპოზიციის შერჩევა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ამისთვის საბოლოო ვადა – 16 მარტია, როდესაც წარმოდგენილი ქვეყნები ოფიციალურად წარადგენენ მათ მიერ შერჩეული მონაწილეების მონაცემებს. საქართველოს შეეძლო სიმღერის ტექსტის შეცვლა, სხვა სიმღერისა ან სხვა მონაწილის წარდგენა 16 მარტამდე. „კოლექტივი უარს აცხადებს სიმღერის ტექსტში ცვლილებების შეტანაზე“, – განაცხადა უზნაძემ. საქართველოს ოფიციალური უარი კონკურსში მონაწილეობაზე აღნიშნულია საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ლევან ყუბანეიშვილის წერილში სასიმღერო კონკურსის აღმასრულებელი დირექტორის სვანტეს სტოკსელიუსის მისამართით, რომლის ასლს სააგენტო „რია ნოვოსტი“ ფლობს. „საქართველოს საზოგადოებრივცი მაუწყებელი არ აპირებს სიმღერის ტექსტის შეცვლას და უარს აცხადებს „ევროვიზიის“ სასიმღერო კონკურსში მონაწილეობაზე. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ეთანხმება თქვენს გადაწყვეტილებას, რადგან მას უსაფუძვლოდ მიიჩნევს“, – ნათქვამია წერილში. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ იმედი გამოთქვა, რომ „რუსეთის მხრიდან, სადაც კონკურსი მიმდინარე წელს იმართება, არ ხორციელდება პოლიტიკური ზეწოლა „ევროვიზიის“ კონკურსზე“. არხის ხელმძღვანელობამ კვლავ განაცხადა, რომ ჯგუფის „სტეფანე და 3G“–ის სიმღერის ტექსტი არ მოიცავს პოლიტიკურ შინაარსს. ოთხშაბათს ჯგუფი „სტეფანე და 3G“ თბილისში დაბრუნდა, სწორედ მის დაბრუნებას ელოდნენ იმისათვის, რომ ევროპის სამაუწყებლო კავშირის განცხადებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება გამოეცხადათ. მანამდე, „ევროვიზიის“ ადმინისტრაციის წარმომადგენელმა იაარმო სიიმმა (Jarmo Siim) „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ კონკურსის ხელმძღვანელობა არ დაუშვებს პოლიტიკური კონტექსტის შემცველ სიმღერის შესრულებას. საქართველო მოსკოვში პირველ ნახევარფინალში 12 მაისს უნდა გამოსულიყო ბოსნიისა და ჰერცოგოვინის, შვედეთის, ისრაელის, ბელგიის, ანდორის, ჩეხეთის, ჩერნოგორიის, ისლანდიის, სომხეთის, ბულგარეთის, პორტუგალიის, შვეიცარიის, მაკედონიის, ფინეთის, ბელორუსიის თურქეთის, რუმინეთისა და მალტის წარმომადგენლებთან ერთად. ფინალისტები კი 16 მაისს სპორტკომპლექს „ოლიმპიურში“ გამოვლენ. ––0–– |
|
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||