23:27
рус | geo
 
30/07/2010
Rambler's Top100

გარემოს დაცვის სამინისტრომ სამი მგლის მოკვლის ნებართვა გასცა

16:32 | 11/ 03/ 2009

თბილისი, 11 მარტი, /”ახალი ამბები - საქართველო”, ელენე ფარცვანია/. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე სოფელ გლდანის ტერიტორიიდან სამი მგლის გარემოდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილეება მიღებული იქნა დამოუკიდებელი ექსპერტიზის გადაწყვეტილების საფუძველზე და 11 მარტს გამოცხადდა.

”გარეული ნადირის დატყვევება ან მოკვლა  ჩასაფრების წესით გლდანის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სოფელ გლდანში მგლების თავდასხმის ადგილი გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ დავით იოსელიანმა და ბიომრავალფეროვნების სამსახურის უფროსმა სოსო ქარცივაძემ თბილისის ზოოლოგიური პარკის დირექტორთან-პროფესორ ზურაბ გურიელიძესთან ერთად დაათვალიერეს.

გურიელიძის საექსპერტო დასკვნით: შინაურ პირუტყვს მგელზე გაცილებით დიდი ცხოველი-სავარაუდოდ გაველურებული ძაღლი ან ჰიბრიდი დაესხა თავს.

დასკვნის თანახმად, სოფელ გლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკომენდირებულია მგლის სამი ინდივიდის გარემოდან ამოღება.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო კიდევ ერთხელ განუმარტავს მოსახლეობას, რომ იმ შემთხვევაში, თუ გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ზიანს აყენებს მათ ქონებას თავდასხმის მომენტში ნადირის განადგურება კანონმდებლობის თანახმად არ ისჯება ჯარიმით, ან რაიმე სახის სანქციით. აუცილებელია- ასეთი ფაქტი გარემოს დაცვის ინსპექციას ან ადგილობრივ თვითმმართველობას დაუყოვნებლივ ეცნობოს. –0--



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება