11/03/2009 12:47
თბილისი, 11 მარტი, /”ახალი ამბები - საქართველო”, ელენე ფარცვანია/. ევროპის სამაუწყებლო კავშირი საქართველოსგან 12-16 მარტს მოსკოვში დაგეგმილ ”ევროვიზია-2009”-ზე წარსადგენი საკონკურსო სიმღერის ტექსტის ან კომპოზიციის შეცვლას მოითხოვს.
”ევროპის სამაუწყებლო კავშირი ოფიციალურად აცხადებს, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ”ევროვიზიის” 54-ე საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე წარდგენილი სიმღერის ”We Don't Wanna Put In” ტექსტი არ შეესაბამება კონკურსის წესებს. ევროპის სამაუწყებლო კავშირის ჯგუფი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს სთავაზობს, გადაწეროს სიმღერის ტექსტი ან შეარჩიოს სხვა კომპოზიცია”, - ნათქვამია კავშირის განცხადებაში, რომელიც მის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული http://www.ebu.ch.
კონკურსის წესების 4.9 პუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური ან მსგავსი შინაარსის სიტყვები და გამოსვლები არ უნდა აყენებდეს ზიანს კონკურსის რეპუტაციას, ამ წესის დარღვევა დისკვალიფიკაციას გამოიწვევს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სიმღერების წარდგენის ბოლო ვადა 16 მარტს იწურება. –0--
|
|||||||||