23:48 |
рус | geo | |
| 30/07/2010 | ||
თბილისი, 11 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”/. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომისიის თავჯდომარე მიგრაციის, ლტოლვილთა და განსახლების საკითხებში კორიენ იონკერი 13–14 მარტს ცხინვალში გაცნობითი ვიზიტით ჩავა, განუცხადა „რია ნოვოსტის“ ასამბლეის თანამშრომელმა. 26 აგვისტოს რუსეთმა თვითგამოცხადებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა. ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან საელჩოების დონეზე რუსეთმა 9 სექტემბერს დაამყარა. საქართველომ რუსეთს ტერიტორიის ანექსიასა და ოკუპაციაში დასდო ბრალი და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. პარლამენტმა რუსეთის მთელი შეიარაღებული ძალები ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის კონფლიქტურ ზონებში, საოკუპაციოდ და უკანონოდ გამოაცხადა. „ასამბლეის რეზოლუციის შესრულების ფარგლებში „საქართველოს და რუსეთს შორის ომის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომისიის თავმჯდომარე კორიენ იონკერი ცხინვალში ჩადის“, – განაცხადა სააგენტოსთან მოსაუბრემ. მისი თქმით, იონკერი აპირებს შეხვედრები გამართოს „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში რწმუნებულის ფუნქციების შემსრულებელთან დავით სანაკოევთან“. „სავარაუდოდ, ქალბატონი იონკერი ასევე მოინახულებს ცხინვალისა და ახალგორის მისადგომებს“, – განაცხადა ასამბლეის თანამშრომელმა. სტრასბურგში გამართულ ზამთრის სესიაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ისევე როგორც გასულ წელს, დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, თუმცა მოსკოვის მიმართ რაიმე სანქციების გამოყენებისგან თავი შეიკავა. სავარაუდოდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც აპრილში გაიმართება, პარლამენტარები კვლავ განიხილავენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარშემო შექმნილ სიტუაციას. ––0–– |
|
|||||||||||||||
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||