23:11
рус | geo
 
30/07/2010
Rambler's Top100

ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსების შემცირების მიუხედავად უწყება აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებებით - ლაშა ჟვანია

18:07 | 10/ 03/ 2009

თბილისი, 10 მარტი, /”ახალი ამბები - საქართველო”, ნანა მამაგულიშვილი/. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ, მიუხედავად სახელმწიფო ბიუჯეტიდან უწყების დაფინანსების შემცირებისა, მისი სამინისტრო აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებებით.

როგორც მან ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესის, ტურიზმის, იაფი კრედიტისა და ექსპორტის ხელშეწყობა.

”ყველაფერი ეს აუცილებელია დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად”, - აღნიშნა ეკონომიკური განვითარების მინისტრმა. –0--



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება