00:22 |
рус | geo | |
| 31/07/2010 | ||
თბილისი, 9 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”, მელსიდა აკოფიანი/. სამი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 15 დაშავდა კვირას ახალგორის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად, – იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ 9 მარტს ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით. ამასთან, ტელეკომპანია აცხადებს, რომ რუსული მხარე ჯერჯერობით არ ავრცელებს ინფორმაციას მსხვერპლსა და დაჭრილების შესახებ. ახალგორის რაიონში ორშაბათიდან საგანგებო მდგომარეობაა შემოღებული, თუმცა, რუსული სამხედრო სარდლობა ამ ინციდენტს არც ტერაქტისა და არც დივერსიის კვალიფიკაციას არ ანიჭებს. ორშაბათს დილიდან ახალგორის რაიონში საგამოძიებო ჯგუფები მუშაობს, მოსახლეობის ნაწილი პანიკაში ტოვებს საკუთარ სახლებს. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, გუშინ ორი აფეთქება მოხდა – დილით და დღისით. ინციდენტი სოფელ გარუბანთან მოხდა, რომელიც ახალგორიდან შვიდ კილომეტრში მდებარეობს, თუმცა, აფეთქება იმდენად დძლიერი იყო, რომ სასაზღვრო სოფელ მოსაბრუნში მინები ჩაიმსხვრა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქდა ეგრეთ წოდებული „გრადის“ სისტემა, რომელიც რუსი სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო მანქანაზე იყო დამონტაჟებული, რის შედეგად აფეთქდა იქვე განლაგებული სამხედრო საწყობი. ––0–– |
|
|||||||||||||||
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||